logo_geo
„სააკაშვილის მონა-ყმები „სიძულვილის ენის“ გამოყენებაში სხვებს რომ ადანაშაულებენ, ეს უკვე კომედიაც აღარ არის!“
- +

21 ნოემბერი. 2017. 19:24



გაზეთი „ასავალ-დასავალი" თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს სათაურით - „შენ ხომ არა ხარ სულიკო?"

 

„რატომ ღმერთი არ გაიცინებს, როცა ნაცსაქათმის ბინადარნი ქსენოფობიაში, ჰომოფობიასა და „სიძულვილის ენის" გამოყენებაში სხვას ადანაშაულებენ.

 

აბა, გაიხსენეთ, ვის ეკუთვნის ეს ფრაზები:

 

„ოპოზიცია ყიყინებს!"

„ჩასარეცხი ინტელიგენცია!"

„ახლა გაგიყვანენ და კარგად დაგზელენ!"

„ზანგები ხომ არა ვართ?!"

 

ეს ფრაზები, რომლებიც მართლაც სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის მკაფიო მაგალითებია, სულიკო კედელაშვილს ეკუთვნის და მისი რომელიმე facebook-პოსტიდანაა?

 

არა, თქვენმა მზემ, ეს ფრაზები სააკაშვილს ეკუთვნის და თანაც მაშინ აქვს წამოყრანტალებული, როცა რიგითი მოქალაქისა და facebook-მომხმარებლის კი არა, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით სარგებლობდა.

 

აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ყველაზე ცნობილ ფრაზაზე, რომელიც კაცთმოძულეობისა და სიძულვილის ენის აპოთეოზია - „ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში!"

 

ჰოდა, სააკაშვილის ფანები და მონა-ყმები „სიძულვილის ენის" გამოყენებაში სხვებს რომ ადანაშაულებენ, ეს უკვე კომედიაც აღარ არის!" - წერს „ასავალ-დასავალი".









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი