logo_geo
„მისასალმებელია, თუკი კახა კალაძე ნაცპროპაგანდის შანტაჟს არ დაემორჩილება“
- +

21 ნოემბერი. 2017. 19:51


 

„სანაცეთი ცდილობს, „ქართული ოცნების" ხელისუფლება დააშანტაჟოს, დააკომპლექსოს და უკარნახოს მას, საჯარო სამსახურში ვინ დაასაქმოს და ვინ არა", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიას აქვეყნებს და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ინტერნეტ-სივრცეში სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილი ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას ეხმიანება.

 

„სხვათაშორის, „ქართული ოცნება" „ნაცების" ამ პროპაგანდისტულ შანტაჟს დიდი ხნის განმავლობაში კიდევაც ემორჩილებოდა და მმართველმა ძალამ არაერთ პროფესიონალ, პატრიოტ და პატიოსან ადამიანზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რადიკალიზმითა და შეურიგებლობით გამოირჩევიან.

 

„ნაციონალური" პროპაგანდით ასე დაკომპლექსებას კი არც „ქართული ოცნებისთვის" და არც ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია და მისასალმებელია, თუკი თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ნაცპროპაგანდის შანტაჟს არ დაემორჩილება.

 

და რომ არ ემორჩილება, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის (სულიკო კედელაშვილის) დანიშვნაც ამის დასტურია", - ნათქვამია სტატიაში.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი