logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილს დავცინოდით და ეს უფრო ხშირად იყო ცაზე...
- +

22 ნოემბერი. 2017. 03:17


 

„სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ 20 დღის შემდეგ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში ისაუბრა. როგორც მჟავანაძე აცხადებს, უჩა ნანუაშვილს ბევრი დარღვევა აქვს და აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მის ქონებასთან დაკავშირებით.


„ფაქტია, რომ ძვირადღირებული მანქანები შეიძინა, ვიზიტები, ნანუაშვილი საქართველოში არ ყოფილა იმდენიხანი, რამდენიც უცხოეთში იყო. სააკაშვილს დავცინოდით და ეს უფრო ხშირად იყო ცაზე, ვიდრე სააკაშვილი. თანამშრომლების მიმართ აქვს უკანონო გადაწყვეტილებები მიღებული. სახალხო დამცველის ოფისმა როგორ შეიძლება ვინმეს უფლებები დაიცვას, როდესაც თავისივე თანამშრომლების უფლებებს არღვევს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და ნანუაშვილმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა მჟავანაძემ.







 


 

big_banner
არქივი