logo_geo
ეკა კვალიაშვილი: ამ ადამიანს საქართველოში ძალიან ბევრი დაეძებს
- +

23 ნოემბერი. 2017. 17:17


 

 მომღერალი ეკა კვალიაშვილი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მომრერალი „სარკესთან" ინტერვიუში  საუბრობს.

 

„ადამიანმა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, საბერძნეთში მიმიწვია, თუმცა, მასთან საქმიანი კუთხით შეხება არასდროს მქონია. ის ძალიან ბევრ რამეს დამპირდა, მათ შორის - საბავშვო სტუდიის გახსნას და ამ საქმეში ინტერესი მასაც უნდა ჰქონოდა, თუმცა ახლა ყველაფერს უარყოფს. ამბობს, თითქოს ჩემთან არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია.

 

თუ ასე იყო, ალბათ კარგად ვერ ვყოფილვარ, რომ აქ ყველაფერი გავყიდე და ისე, ყოველგვარი დაპირების გარეშე წავედი საბერძნეთში. ყველა თაღლითი ასე იქცევა, აქეთ გაბრალებს ყველაფერს.


ვკითხე, იქ ვინ ჩამიყვანდა, სად ვიცხოვრებდი. მითხრა, დასაწყისისთვის ჩემს მეგობრებთან იცხოვრებ, ქუთაისიდან წამოდი, სალონიკში კი ჩვენ დაგხვდებითო. ვუპასუხე, არა, თბილისიდან თვითონ ჩამოვალ-მეთქი. კარგი, აქ ყველაფერს აგინაზღაურებო.

 

ბინა ნაგირავები მქონდა, რომელიც პატრონს კიდევ 5 წელი არ სჭირდებოდა, მაგრამ, რახან წასვლა დავაპირე, სახლიდან ყველაფრის გაყიდვა დავიწყე. ამასობაში მამუკას რამდენჯერმე დავუკავშირდი და ვკითხე, ყველაფერს ვაბარებ, ვყიდი და მოლაპარაკება ხომ ძალაშია-მეთქი. ძალაშიაო, მიპასუხა. იმაზე მქონდა გათვლა, რომ იქ შემოსავალი მექნებოდა და ყველაფერს შევძლებდი. ჩავედი საბერძნეთში, მე და ჩემმა ერთმა კოლეგამ კონცერტი ჩავატარეთ. ამ დროს ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ დედაჩემი ძალიან ცუდად იყო, შეიძლებოდა ოპერაცია დასჭირვებოდა. დედა ისეთი ტექსტით მესაუბრა, ფაქტიურად დამემშვიდობა. მივხვდი, რომ ეს მასთან ბოლო საუბარი იყო. ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდათ. ის მცირედი თანხა, რაც საქართველოდან მქონდა წაღებული, მთლიანად თბილისში გამოვგზავნე. მეორე დილით დედაჩემი გარდაიცვალა. ველოდებოდი, ჩატარებული კონცერტიდან ჰონორარს მომიტანდნენ, რომ დედას გასვენებაში ჩავსულიყავი. მიცვალებულ დედას „სკაიპის" საშუალებით გამოვემშვიდობე, რადგან ჩამოსასვლელი თანხა არ მქონდა. არც იმ კოლეგას და არც იმ ადამიანს არ მოუსამძიმრებიათ, არადა, თურმე „თავზე გადამყოლია".

 

3 თვის გასვლის შემდეგ უვიზო რეჟიმი შემოვიდა. თბილისში ჩამოვედი, ბიომეტრიული პასპორტი ავიღე და ისევ წავედი.  

 

ვიფიქრე, რომ ჩემით რაღაცას ვიზამდი, აქ აღარც სახლ-კარი მქონდა არც საქმე. წასვლა-წამოსვლაში საბერძნეთში მცხოვრები მეგობრები დამეხმარნენ, მათ მეგობარს ჰქონდა კორპორატიული საღამო, სადაც ვიმღერე, იქიდან ჰონორარი ავიღე.

 

ახლა ვამბობ, ეს ადამიანი მამუკა ლიპარტელიანია, თაღლითი და აფერისტი! წავიდეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრას. მყავს მოწმეები და მაქვს ჩანაწერები, მისი საუბრები. ასე რომ, მაწყობს მისი ჩივილი. ამ ადამიანს საქართველოში ძალიან ბევრი დაეძებს. თურმე ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს „გადაგდებული".

 

ახლა დროებით ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ, ნაქირავებ ბინაში არიან. მამამთილმა ერთსაძინებლიანი სტუდიოს ტიპის სახლი აჩუქა, 3 თვეში საცხოვრებლად იქ გადავლენ, მაგრამ იქ ვერ გადავყვები და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წყალობის იმედი მაქვს. კონცერტების ჩატარება მინდა, რომ ელემენტარული შემოსავალი მქონდეს. სხვა მართლა არ ვიცი, რა გავაკეთო", - განაცხადა კვალიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი