logo_geo
პაატა ბურჭულაძე: გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ… პოლიტიკაში მე არ დავბრუნდები!
- +

14 დეკემბერი. 2016. 22:28


 

„მე ჩემი გასაკეთებელი, გავაკეთე. იმდენი გაჭირვებული ადამიანი ვნახე საქართველოში, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, არ შემოვსულიყავი და არ მეცადა პოლიტიკაში ყოფნა, ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი",- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2″-თან საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.


„მე ეს ნაბიჯი გადავდგი და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ მარტო ახალ თაობას, ახალ აზროვნებას, სუფთა ხელებს და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დღეს შეცვლა ამ სიტუაციის. არცერთი ბრალდება, რაც კი შავმა პიარმა მე წამიყენა არ გამართლდა, ყველაფერი ყოფილა ტყუილი. თურმე ეს ყველაფერი ყოფილა საჭირო იმ პერიოდისთვის, როცა არის არჩევნები. გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ... პოლიტიკაში მე არ დავბრუნდები", - განაცხადა ბურჭულაძემ.


შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. 


 

big_banner
არქივი