გენერალმა გოგი თათუხაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში" სატელეფონო ჩართვისას წამყვანს რუსეთის აგენტი უწოდა. როგორც თათუხაშვილმა განაცხადა, მას რუსეთის აგიტატორებთან საუბარი აკრძალული აქვს, ამიტომ სპეცოპერაციის შეფასება არ ისურვა.
„მე ახლა საფრანგეთში ვიმყოფები და აქ, მოგეხსენებათ, როგორი წესიცაა - არ გვაქვს უფლება, ვესაუბროთ რუსული აგიტაციის ჟურნალისტებს, თავად პრეზიდენტმა არ მიიღო რუსული პრესის ჟურნალისტები. ეს პირადად თქვენ გეხებათ, ქალბატონო ინგა. რა სპეცოპერაციაზე უნდა გესაუბროთ თქვენ", - განაცხადა გოგი თათუხაშვილმა.
„კარგი, თუ თქვენ თვლით, რომ მე რუსული აგენტურის წარმომადგენელი ვარ, ეს თქვენი პოზიციაა. არადა, საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება. კარგად ბრძანდებოდეთ. წარმატებას გისურვებთ", - მიმართა ინგა გრიგოლიამ თათუხაშვილს.