logo_geo
„ყველაფერი მოასწრო, გმირობაც - თავის საქმეს და სამშობლოს ინტერესებს შეეწირა“ - რას ჰყვება გარდაცვლილი სპეცრაზმელის ბიძაშვილი
- +

27 ნოემბერი. 2017. 16:26


 

„საოცრად კარგი ბიჭი იყო, თბილი, მეგობრისთვის სულს არ დაიშურებდა, სიტყვა ეთქმოდა და პატივს სცემდნენ...", - ამის შესახებ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გამართული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის ბიძაშვილმა, დავით გოლოშვილმა „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

„დუშეთის სოფელ მილისწყაროში აქვს მამისეული სახლი. მისი დარდი ჰქონდა. როგორც კი ცოტა გაიმართა წელში, ამბობდა, - იქაურობას უნდა მივხედო, სახლი უნდა შევაკეთოო. თბილისში ბინა ჰქონდა ნაგირავები, ბანკიდან გამოიტანეს გირაოს თანხა... დუშეთში ხშირად დადიოდა - იქ მოხუცი დედა და დასაოჯახებელი ძმა ჰყავს. ვერავინ იტყვის, ვანოსგან სითბო და ყურადღება დამაკლდაო...

ვანო და მისი ძმა დუშეთის ინტერნატში სწავლობდნენ... ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. უყვარდა სოფელი. ჩემი საძვალე მეძახისო, - იტყოდა, - ცოტაც და, პენსიაზე გავალ, ნაკვეთს ავიღებ, საქონელს ვიყოლიებო.

ამ მოკლე ხანში, ყველაფერი მოასწრო, გმირობაც - თავის საქმეს და სამშობლოს ინტერესებს შეეწირა", - აღნიშნა ვანო გოლოშვილის ბიძაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი