logo_geo
მამუკა არეშიძე: თუ ვინმე წავა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს იქნება გიგა ბოკერიას გუნდი
- +

15 დეკემბერი. 2016. 16:19




ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს პარტიის დაშლას, რადგან ის მას დივიდენდების მისაღებად სჭირდება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ ვინმე პარტიას დატოვებს, ეს გიგა ბოკერიას გუნდი იქნება.

 

„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" არ დაშლის. ხომ ფაქტია, რომ მან ამ დაპირისპირების პირველი ეტაპი მოიგო. თუ ვინმე წავა პარტიიდან, ეს იქნება გიგა ბოკერიას გუნდი და ეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ მოხდება.

 

ვერ მოიგო ბოკერიამ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალა და ენერგია მოახმარა ამას. ბოკერიას გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მის გვერდით არიან ლიდერები, მაგრამ სააკაშვილის გვერდით რიგითი წევრები დგანან. სააკაშვილი არ დაუშვებს პარტიის მნიშვნელოვან დასუსტებას, „ნაციონალური მოძრაობა" მისთვის არის ბაზა, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სჭირდება მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი