logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: 2017 წლიდან, ყველაზე მაღალი რანგის მასწავლებლის ანაზღაურება 1 100 ლარი გახდება
- +

15 დეკემბერი. 2016. 18:52


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასათან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში განათლების მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი იქნება გამოყოფილი. როგორც თავად აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით გაიზრდება ხელფასები და დანამატები.

 

„რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი გვექნება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით გაიზრდება ხელფასები და დანამატები. თითქმის 2 წელია სქემა არსებობს და უკვე 16 ათასი მასწავლებელია დაწინაურებული, რაც კარგი შედეგია. ხელფასის შემდგომი ზრდა ნიშნავს, რომ დაწინაურება საკმაოდ რთულია. ამ მიმართულებით, გარკვეული ცვლილებები უკვე გავატარეთ და რაღაცები დავხვეწეთ. ასევე ვამატებთ კომპონენტებს, რომელიც შეეხება მშობლებთან ინდივიდუალურ მუშაობას, რაც კრედიტების მომტანი იქნება. დაემატა სხვა კომპონენტებიც. მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა... მასწავლებელს დაწინაურებისთვის სერიოზული მოტივაცია სჭირდება. საბაზო ხელფასი კვლავ უცვლელი რჩება, თუმცა, ყოველ მომდევნო საფეხურზე მყოფი მასწავლებლის ხელფასი და დანამატი იზრდება. 2017 წლიდან, ყველაზე მაღალი რანგის მასწავლებლის, მენტორის ანაზღაურება 1 100 ლარი გახდება. საბაზისო ხელფასი ეზრდება მაღალმთიან რეგიონებში მყოფ დაახლოებით 10 ათას პედაგოგს. იმედია, ამ სიახლის ფონზე, სქემა უფრო საინტერესო გახდება და მეტ მასწავლებელს ექნება დაწინაურების სურვილი, მითუმეტეს ახლა, როცა უარი ვთქვით მუქარაზე - გამოცდებზე მასწავლებლები აღარ ჩაიჭრებიან. უბრალოდ, დაბალი ქულების მიღების შემთხვევაში, ვერ დაწინაურდებიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი