logo_geo
რა ან ვინ შეიძლება ყოფილიყო ტერორისტების სამიზნე?!
- +

1 დეკემბერი. 2017. 11:44



ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. რა ან ვინ შეიძლება ყოფილიყო ტერორისტების სამიზნე, ამ თემაზე მან „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმსჯელა.


„როგორც პანკისის ხეობაში აცხადებენ, ტერორისტები თბილისში შესაძლოა, „გამოსაზამთრებლად" დაბინავდნენ; ერთი ვერსიით, ტერორისტები შესაძლოა, წარმოადგენდნენ ახალაღორძინებული და რეანიმირებული „კავკასიის იმარატის" ზურგს, რომელსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან" არცთუ ისე თბილი ურთიერთობა აქვს და მესამე - უახლოეს მომავალში თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც ტერაქტების მოწყობის რისკს ზრდის.

 

მაგალითად, ამ დღეებში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნა, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ორმოცდაათამდე სახელმწიფოს მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება; თბილისში ასევე დაგეგმილია საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ჩატარება და ამერიკა-საქართველოს რაგბის ნაკრები გუნდების მატჩი. როგორ ფიქრობთ, ამერიკის ნაკრების თამაშის დროს სტადიონზე აფეთქება რომ მოეწყოთ, ამას ექნებოდა თუ არა ის ეფექტი, რაც ტერორისტებს ასე სჭირდებათ? ცხადია, ეფექტი იქნებოდა!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი