logo_geo
ტრისტან წითელაშვილი: უახლოეს დღეებში უკრაინაში სააკაშვილის გარემოცვის კიდევ რამდენიმე წევრს ამხელენ
- +

2 დეკემბერი. 2017. 18:49



„უკრაინულმა უშიშროებამ რა ხანია, გაშიფრა მეთოდები, რომლის გამოყენებითაც სააკაშვილი დაძაბულობის ესკალაციას ახდენს", - ამ თემაზე სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას სააკაშვილის მიერ შემუშავებული ტაქტიკა გაშიფრული აქვს.


„მათ გააანალიზეს საქართველოში მომხდარი მოვლენები, „ვარდების რევოლუციად" წოდებულ გადატრიალებაში „რუსთავი-2"-ის წვლილი, დამატებით მოიძიეს უკრაინაში ამ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები და დაასკვნეს, რომ მათი მუშაობა არის იმ ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდება!

 

ვინაიდან უკვე ზუსტად იციან, რომ სააკაშვილი ამ მიმართულებით იღვწის, ბუნებრივია, იქაური სპეცსამსახურები შეიარაღებული დაპირისპირების საწინააღმდეგოდ პრევენციულ ზომებს მიიღებდნენ და ქვეყნიდან გამოადეპორტებდნენ მას, ვინც ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას საფრთხეს უქმნის. მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში სააკაშვილის გარემოცვის კიდევ რამდენიმე წევრს ამხელენ და საქართველოში გამოდეპორტებენ!", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

 








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი