logo_geo
ირაკლი გედენიძე: ფიზიკური ლიკვიდაციის წინაპირობა არსებობდა…
- +

16 დეკემბერი. 2016. 12:14


 

ჯაშუშობაში ბრალდებული და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ყოფილი პირადი ფოტოგრაფი  ირაკლი გედენიძე, გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში მისი დაკავებისას შესაძლო ფიზიკურ ლიკვიდაციაზე საუბრობს.


ფიზიკური ლიკვიდაციის წინაპირობა არსებობდა. მაგალითად, გიორგი აბდალაძეს უთხრეს, რომ ციხიდან საერთოდ ვერ გამოვიდოდა. ჩვენთანაც იყო მინიშნებები, რომ თუკი მათთვის სასურველ აღიარებას არ „გავაკეთებდით", სამუდამოდ იქ ვიქნებოდით. აღიარების შემთხვევაში კი, სასჯელი მინიმალური იქნებოდა. სხვათა შორის, სიმონ კილაძის შემთხვევა გამახსენეს, ხომ ხედავ, რა მალე გამოვიდა და მასზე აღარავინ ლაპარაკობსო...

 

მათ იცოდნენ, რომ წამებით და ფიზიკური ზეწოლით ვერ გამტეხდნენ. ამიტომ, გვერდით საკანში ის ადამიანი მომისვეს, რომლის მიმართაც დიდი სიყვარული მაქვს. საერთოდ, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია - შვილები და მეუღლე და ზეწოლაც ამით მიდიოდა.

 

მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, ნათიაც საპყრობილეში იქნება და ბავშვები ქუჩაში მარტო დარჩებიანო. აღიარების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღე", - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი