logo_geo
იქნება თუ არა X-XII კლასებში სწავლა სავალდებულო? - ალექსანდრე ჯეჯელავას პასუხი
- +

16 დეკემბერი. 2016. 15:40




განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ  გავრცელებული მოსაზრება, თითქოს X-XII კლასებში სწავლა სავალდებულო არ იქნება, არასწორია. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს საკონსტიტუციო ვალდებულება, რომ 18 წლამდე ბავშვი სკოლაში უნდა იყოს.


„სწავლა სავალდებულო აუცილებლად იქნება, რადგან ევროპული რეგულაციაა და საკონსტიტუციო ვალდებულება გვაქვს, რომ 18 წლამდე ბავშვი უნდა იყოს სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში. 9 კლასი აუცილებლად უნდა დაამთავროს. შემდეგ კი, რამდენიმე ვარიანტია: ან პროფსასწავლებელში აგრძელებს სწავლას, ან პროფესიულში სწავლობ და სკოლაშიც რჩები, ან სკოლას აგრძელებ. ოღონდ ამ შემთხვევაში, სპეციალიზაცია უნდა აირჩიო", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი