logo_geo
„მხოლოდ ეს თქვა, მე რა შუაში ვიყავიო, მერე კი გონება დაკარგა...“ - რას ჰყვება მოკლული ლევან დადუნაშვილის ახლობელი
- +

5 დეკემბერი. 2017. 18:40



ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის ახლობელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მომხდართან დაკავშირებით საუბრობს.

 

„ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა, მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა საქმის გარჩევები. ეს 53-ე სკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამები გაუფრთხილებია, შვილებისთვის ყურადღება მიექციათ. სამწუხაროდ, ასეთი რამე 51-ე სკოლის დირექციას არ გაუკეთებია - ბიჭების მშობლებმა ამ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ...

 

როგორც ვიცი, კონფლიქტი გოგონას შეყვარებულებს შორის დაიწყო და ჩაერთვნენ მეგობრებიც. ის ბიჭები კი დაშავებულები არ არიან.

 

ჩვენი ლევანი კონფლიქტური არასდროს ყოფილა. იმ დღესაც დათოს აშველებდა. მეგობარი ამბობს, რომ დაჭრეს, მხოლოდ ეს თქვა, მე რა შუაში ვიყავიო, მერე კი გონება დაკარგა... მამამისი ლევანის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა, იცოდა, როდის და სად იყო მისი შვილი, დღეში რამდენჯერმე ურეკავდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ჭიათურაში იყო. ვერ ვუთხარით, ცოცხალი რომ აღარ ჰყავდათ შვილი. ყოველ წუთას რეკავდა, როგორ არისო, - ეგონა, საოპერაციოდ იყო შეყვანილი.

 

ბავშვები ამბობენ, 30 მოზარდი მაინც იყო ამ კონფლიქტში ჩართულიო. დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ რა ეშველებათ იმ ბიჭების მშობლებს, რომლებმაც საღ-სალამათი შვილები გაუშვეს სკოლაში და უკან ვეღარ დაბრუნდნენ..." - ამბობს ლევან დადუნაშვილის ახლობელი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი