logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: არ მინდა, ჩემი შვილი კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი-ჩიორასავით იქცეოდეს
- +

16 დეკემბერი. 2016. 16:34



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას „კომბლეს" საწინააღმდეგო არაფერი აქვს და აღნიშნავს, რომ უნდა ისეთი კომბლე, რომელიც თავისის შრომით მიაღწევს რაღაცას. აქვე დასძენს რომ არ უნდა მისი შვილი კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი ჩიორასავით იქცეოდეს.

 

„ლიტერატურა ალბათ აღზრდის საუკეთესო მეთოდი არის. თუმცა, მიზეზი, რის გამოც შევუტიე კომბლეს და კიდევ შევუტევ არაერთს, სხვაა. სინამდვილეში კომბლეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

 

უბრალოდ, მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. შვილებზე მკითხეთ და კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი-ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი, არ მინდა. კიდევ გრძელი ჩამონათვალი მაქვს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი