logo_geo
მამუკა არეშიძე: სად იყვნენ ამ დროს ასე ნაქები თურქეთის პრესსამსახურები?!
- +

6 დეკემბერი. 2017. 15:18



„მოდი, დავეყრდნოთ შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას და განვმარტოთ, რას ნიშნავს, არალეგალურად შეღწევა ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარზე", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და აჰმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის წევრების მიერ საზღვრის არალეგალურად გადმოლახვის შესაძლო ვერსიებზე ისაუბრა.

 

„ეს შეიძლება იყოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გაყალბებული პასპორტებით შემოსვლა ან საზღვრის უკანონო გადმოლახვა იმ ადგილას, სადაც ის ნაკლებად არის დაცული. ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური წყაროდან მაქვს ინფორმაცია, თითქოს მათ თურქეთიდან ფეხით გადმოლახეს საზღვარი და გზაში ოთხი დღე იყვნენ.


თუ გავითვალისწინებთ აჰმედ ჩატაევის ფიზიკურ პრობლემებს, ეს ვერსია ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ის ისეთი მიზანდასახული ადამიანი გახლდათ, შეიძლება კონკრეტული მიზნისთვის გაერისკა კიდეც და ეს გაეკეთებინა კიდეც, თუმცა აქ ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა: თუ მართლაც ასე მოხდა, სად იყვნენ ასე ნაქები თურქეთის პრესსამსახურები?! ბუნებრივად იფიქრებ ადამიანი, რომ მათ თურქეთის მხრიდან დაეხმარა ვიღაც, შესაძლოა, გავლენიანი პირიც, რომელმაც ისინი საზღვრამდე მოიყვანა.

 

კიდევ ერთი თემა საქართველო-თურქეთის საზღვარია, სადაც რუსეთისა თუ აზერბაიჯანის საზღვრებთან შედარებით მოწესრიგებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურაა, რადგან ის საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვარს გასდევს და მაშინ ეს ინფრასტრუქტურა არსებობდა. ამიტომაც ამ გზით გადმოსვლა ურთულესი იქნებოდა, თუმცა ამის ვერსიად განხილვა შეიძლება.

 

ჩემი აზრით, საიდან და როგორც უნდა შემოსულიყვნენ ეს ადამიანები საქართველოში, მათ ვიღაც ეხმარებოდა, ოღონდ საზღვრის რომელ მხარეს, ესაა საკითხავი", - განაცხადა არეშიძემ.






 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი