logo_geo
მამუკა ჩარკვიანი: ჩემ თავს რაღაც საოცრება მოხდა...
- +

6 დეკემბერი. 2017. 19:47


 

„დაკრძალვის შემდეგ მამას საფლავზე არ ვყოფილვარ, ვერ დავდივარ, ფეხი მაწუხებს, წასვლა რომც მოვინდომო, ორი დამხმარე მაინც მჭირდება, რომ იქამდე მიმიყვანონ. ორმოცისთვის ამიყვანენ. მამა ძალიან მენატრება, ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის...", - ამის შესახებ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, მომღერალმა მამუკა ჩარკვიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბოდიშის მოხდა მინდოდა იმისთვის, რაც მიწყენინებია, თუმცა, არ გამოვიდა. როცა საავადმყოფოში გაუნძრევლად იწვა, მითხრეს - ელაპარაკე, შეიძლება გაიგოსო, მაგრამ მე ვერ შევნიშნე, რომ მას ჩემი ესმოდა. ჩემი მდგომარეობის გამო კლინიკაში ისე ხშირად ვერ მივდიოდი, როგორც ჩემი და. სანამ ცუდად გახდებოდა, ყოველდღიურად ვსაუბრობდით, ერთ ეზოში ვცხოვრობდით, სახლში ისე არ მოვიდოდი, რომ არ მომენახულებინა, ერთად ვსადილობდით და ერთად ვვახშმობდით.

 

სამი კვირაა, რაც მამა აღარ არის, უზომო სევდა მაქვს, არც მესიზმრება, თუმცა, ჩემ თავს რაღაც საოცრება მოხდა - რამდენიმე დღის წინათ სახლში მამაჩემის სუნი ვიგრძენი, ასეთი სუნი ბავშვებს და მოხუცებს აქვთ, ვიგრძენი მისი ენერგეტიკა. ვერ ავხსნი, ეს რა იყო, ძალიან მენატრება", - განაცხადა მამუკა ჩარკვიანმა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი