logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: ალბათ რაღაცაში სჭირდებათ და ახტუნავებენ...
- +

7 დეკემბერი. 2017. 01:35



პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მას არასერიოზულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ძებნაში მყოფი ადამიანი ქალაქის ცენტრში კარავში იმალება და ამის შესახებ იცის მედიამაც და საზოგადოებამაც. ამის შესახებ პაპუაშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


„ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მეგობარ უკრაინელ კოლეგებს, ერთი პერიოდი მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილიც ვიყავი და გაკვირვებულიც, რომ ამ ადამიანს და მის ფრთას, დამნაშავე და მუქთახორა ადამიანს, ისეთი თანამდებობები შესთავაზეს და ისე გაუღეს კარები, რომ არ ვიცი რატომ ვერ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა, რეკომენდაციები, ფაქტები, ჩვენი გამოცდილება. თითქოს ჯიბრზე და ჯინაზე ურიგებდნენ მათ თანამდებობებს. ჩვენ ამას ვუწინასწარმეტყველებდით და ამიტომ ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ. ახლა თუ გინდა სახურავზე სდიონ გინდა რადასთან.

 

საინტერესოა ის, რომ ძებნაში მყოფი ადამიანი სადღაც თეთრ კარავშია შესული და ეს იცის ჟურნალისტებმა, ხალხმა და არის ძებნაში. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ალბათ რაღაცაში სჭირდებათ და ახტუნავებენ.  შეიძლება იშლება ქვეყანა და ტორპედირებას აკეთებინებენ ამ ადამიანს. ის ხომ ამრევია, უბედურების მომტანი, უბედურების ემბლემა. სადაც საჭიროა, რომ უბედურება მოხდეს იყენებენ ამ სამარცხვინო ტინგიცას. ბედნიერებაა, რომ ადამიანი მოშორებულია აქედან, მაგრამ ეს ჭირი მიიღო უკრაინელმა ხალხმა და ახლა იმკიან ამას",- აღნიშნა პაპუაშვილმა.









 

big_banner
არქივი