logo_geo
„ქამარი გადავუჭირეთ, გვინდოდა, სისხლდენა შეჩერებულიყო...“ - რას ჰყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის თვითმხილველი
- +

7 დეკემბერი. 2017. 14:31

 

„ორი საათი ხდებოდა, როცა მოზარდები თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან ხორავას ქუჩისკენ გაემართნენ. როგორც ირკვევა, სწორედ იქ შეხვდნენ 53-ე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის თანატოლებს. თვითმხილველების თქმით, ყველაფერი წამებში მოხდა და იქ მყოფებმა ახალგაზრდების გაშველება ვერ შეძლეს..." - ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა" წერს და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სტატიას აქვეყნებს.

 

„ლევან დადუნაშვილი თურმე მოჩხუბრებს აშველებდა და მას სხვისთვის მოქნეული დანა გულმკერდის არესა და ფეხში მოხვდა, რამაც არტერია დაუზიანა.

 

„ქუჩაში ხმაურზე გავედი. დავინახე, ბიჭი ძირს ეგდო, თავზე ედგა ამხანაგი, რომელიც მაგარი ნაცემი იყო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ძირს რომელიც ეგდო, სისხლისგან იცლებოდა, ქამარი გადავუჭირეთ, გვინდოდა, სისხლდენა შეჩერებულიყო, კრიჭა გავუხსენი, შევნიშნე, მუცელზეც ჭრილობა ჰქონდა. ხელი მივაჭირე, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, მერე სასწრაფოც მოვიდა", - ჰყვება ფაქტის თვითმხილველი ქალბატონი.

 

ლევანი სისხლისგან მაინც დაიცალა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება პარალელურკლასელს, დათო სალარიძეს, მას დანით 14 ჭრილობა მიაყენეს. შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდისა და მუცლის არეში და გამჭოლი ჭრილობა ღვიძლზე. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია. გაოგნებული ექიმი ამბობდა, ასე გამეტებით დასახიჩრებული პაციენტი არ მყოლიაო. დათოს ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. მოზარდის გადასარჩენად სისხლის ბანკი პირველი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, ყველა ფეხზე დადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, დათოც გარდაიცვალა", - ნათქვამია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი