logo_geo
მანანა რატიანი: უნდა ვიზრუნოთ, რომ ადამიანი სოციალურ სფეროში ციფრულ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს
- +

8 დეკემბერი. 2017. 01:26


 

„უნდა ვიზრუნოთ, რომ ადამიანი სოციალურ სფეროში ციფრულ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს", - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.


„არსებობს ცნება - ციფრული მოქალაქეობა. წლებია ვსაუბრობთ, რომ უნდა ვიყოთ მოქალაქეები, გვქონდეს ფასეულობები, ღირებულებები, მაგრამ ამის პარალელურად ანუ, კომენტარების სახით თითოეულმა მათგანმა უნდა ვაკონტროლოთ, რომ ძალადობრივი ენა არ გამოვიყენოთ", - განაცხადა რატიანმა.


როგორც მან აღნიშნა, ექსტრემალური ძალადობა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და ინტერნეტი და სოციალური ქსელი დღეს ძალიან დიდ როლს თამაშობს.


„მოსწავლეები ციფრული სამყაროდან ძალიან დიდ ინფორმაციას იღებენ და ჩვენ, მოზრდილები ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ, რას როგორ ვაკეთებთ", - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.




 

big_banner
არქივი