logo_geo
„ერთხელ მამას გამთენიისას მივადექი...“ - რას ჰყვება მამუკა ჩარკვიანი მამაზე
- +

8 დეკემბერი. 2017. 12:19



პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მამას იხსენებს.


„მე და მამა კარგი მეგობრები ვიყავით, ნამდვილი დემოკრატი იყო. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი სირთულე ის გახლდათ, რომ სულ დამდევდა - არ დალიო, ზედმეტი არ მოგივიდეს, ვერავინ მომერია და ერთადერთი ხარ, ვინც მერევაო... მაგრამ ვერ ვერეოდი - ვერც ფიზიკურად და ვერც - სულიერად. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან დროის გატარება მიყვარდა, სახლში აუცილებლად ვრეკავდი და ვაფრთხილებდი, სადაც ვიყავი, ან მთელი ღამით სადმე ვრჩებოდი თუ არა. ერთხელ მამას გამთენიისას მივადექი, კარი გამიღო თუ არა, მოვუბოდიშე - მაპატიე, ასე გვიან რომ მოვედი-მეთქი. პირიქით, ამაზე ადრე როგორღა უნდა მოსულიყავიო!

 

მამა ძლიერი იყო, როგორც უნდოდა, ისე ცხოვრობდა, მაგრამ იცხოვრა მკაცრად, რაღაცეები ჰქონდა, რასაც საკუთარ თავსაც კი უკრძალავდა. 50 წლის იყო, როდესაც ინფარქტი დაემართა. მას შემდეგ მოწევა აიკრძალა და მეც მირჩევდა სიგარეტისთვის თავის დანებებას, არადა, უთქვამს, იცი, ძილში რამდენჯერ დამირტყამს ნაფაზიო.

 

მამამ დასჯა არ იცოდა, არც კუთხეში მაყენებდა, კაცურ სიტყვას მეტყოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. კვირაობით თავის მეგობრებთან ერთად ორთქლის აბანოში დავდიოდით, ფეხბურთზეც, რესტორანშიც. ჩვენს სახლშიც ხშირად იყვნენ სტუმრები - ძირითადად, მწერლები და პოეტები. მამას ახლო მეგობრები იყვნენ მისი თანაკლასელი ელდარ შენგელაია და ოთარ ჭილაძე", - ამბობს მამუკა ჩარკვიანი.  











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი