logo_geo
გრიშა ონიანი: მინდა, იმ ვაი-ქართველებსა და ზოგიერთ ვაი-მეცნიერს მივმართო, რომლებიც...
- +

8 დეკემბერი. 2017. 18:23



საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" ხელმძღვანელი გრიშა ონიანი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში  იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც სვანურ და მეგრულ ენებს, მისი აზრით, ეჭვის თვალით უყურებენ.


„მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სტალინმა თავისთან გამოიძახა კარიკატურისტი ეფიმოვი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს გაზეთ „პრავდაში" აქვეყნებდა და უთხრა: „მე მომწონს თქვენ მიერ შექმნილი კარიკატურები, მაგრამ არ მომწონს, როდესაც სამურაებს ეშვებით ხატავთ. მათ ეშვები არა აქვთ და ეს მათი ეროვნული შეურაცხყოფაა. სხვა რამ ხერხს უნდა მიმართოთ".

 

მინდა, იმ ვაი-ქართველებსა და ზოგიერთ ვაი-მეცნიერს მივმართო, რომლებიც სვანურ და მეგრულ ენებს ეჭვის თვალით უყურებენ და თავიანთ წარმოდგენაში სვანებსა და მეგრელებს „სეპარატისტული ეშვებით" ხატავენ - ჩვენ „სეპარატისტული ეშვები" არ გვაქვს და შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ! შეიგნეთ, რომ სვანური და მეგრული ენები ქართული ენისა და კულტურის უდიდესი სიმდიდრეა, რომელსაც დიდმა აკაკი წერეთელმა მარგალიტების სალარო უწოდა. დაუჯერეთ დიდ აკაკის, დიდ ივანე ჯავახიშვილს, დიდ ნიკო მარს და არა -მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მსგავს ცრუ-მეცნიერებს!" - განაცხადა გრიშა ონიანმა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი