logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: როგორ შევცვალე გადაწყვეტილება? როგორ და ჭრელად!
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:40


 

 

„სკოლაში მეტი აზროვნება უნდა იყოს, თუნდაც დღევანდელობის განხილვა უნდა მოხდეს. აქტუალურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ. ჩემი მოსაზრება ასეთია", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ სპეციალისტებისთვის ეს მიდგომა მიუღებელი იქნება, მათ აზრს გაითვალისწინებს და გადაწყვეტილებას შეცვლის.



„თუ სპეციალისტები საპირისპიროს დაამტკიცებენ, ისევ როგორც მენეჯერი, გადაწყვეტილებას შევცვლი, პრობლემა არ არის. ისევე, როგორც წიგნებთან დაკავშირებით თავიდან ვთქვი, რომ ყველას აღარ დავურიგებდით, შემდეგ კი ეს მოსაზრება შევცვალეთ. არავინ მოიწონა ჩემი ინიციატივა? კი, ბატონო, გასაგებია. ესე იგი, ამ მიმართულებით არ წავალთ. ატყდა ამბავი, მინისტრმა როგორ შეცვალა გადაწყეტილებაო? როგორ და ჭრელად. შეცვალა და კიდევ შეცვლის, იმიტომ, რომ ხალხის სამსახურშია. ოჯახში რაღაცის შეცვლას რომ ვაპირებ, თუ მეუღლე უარზეა, ვეუბნები, კარგი, ძვირფასო, აღარ შევცვალოთ. რქებს თუ გამოვიბამ და გავიტან ბოლომდე, ვიქნები რქიანი. თანაც, ის ჩემი ოჯახია, ეს კი, მარტო ჩემი სახელმწიფო არ არის. ყველაფერს საჯაროდ, სპეციალისტებთან განვიხილავთ. ვინც დღეს მაკრიტიკებს, ალბათ სჯერა, მინისტრი რომ იყოს, ერთპიროვნულად გადაწყვეტდა ყველაფერს. ამას არ ვაპირებ! 13 ათას მასწავლებელს შევხვდი, კიდევ 13 ათასს შევხვდები და მათ აზრს გავითვალისწინებ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი