logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: ეჭვი მეპარება, რომ ზურაბ ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის კონცენტრაცია 60,6 იყო
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:41





დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, CO-თი ან მსგავსი მომწამლავი ნივთიერებით გარდაცვალების შემთხვევაში გვამებს დამახასიათებელი ალისფერი უნდა ჰქონდეთ, რაც არც ზურაბ ჟვანიას და არც უსუპოვის ცხედრებას არ ჰქონდა.


„ხაზგასმით ვამბობ - ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი CO-თი ან მსგავსი მომწამლავი ხელოვნური ნივთიერებით რომ იყვნენ  გარდაცვლილნი, მათ გვამებს დამახასიათებელი ალისფერი უნდა ჰქონდეთ, თან ასეთი მაღალი კონცენტრაციის დროს!

 

კიდევ ერთხელ ვსვამ შეკითხვას - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პირველ დღეს რატომ გამოცხადდა კარბოქსიჰემოგლობინის დონე 20 პროცენტი? როდესაც იმავე საღამოს ტელევიზიით ვთქვი, რომ ეს არ იყო სასიკვდილო კონცენტრაცია, მეორე დღესვე შეცვალეს ციფრები და 60,6 დაწერეს. „FBI"-ის  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტის დროს CO-ს კონცენტრაციას ოთახში კრიტიკულ დონეზე არცერთხელ არ მიუღწევია, რომელსაც შეეძლო სასიკვდილო მოწამვლა გამოეწვია. გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პერიოდში, ექსპერტიზის ბიუროს არ ჰქონდა ისეთი ხელსაწყო, რომელიც მეათედების სიზუსტით გაზომავდა CO-ს კონცენტრაციას. ეჭვი მეპარება იმაში, რომ ზურაბ ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის კონცენტრაცია 60,6 იყო", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი