logo_geo
ოპერის ვარსკლავმა ნინო სურგულაძემ კრემლში გამართულ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
- +

15 დეკემბერი. 2017. 23:11


 

2018 წლის მარტში კრემლში ფრანკო ძეფირელის 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური კონცერტი გაიმართება, რომელშიც თითქმის ყველა საოპერო ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. კონცერტს ცნობილი ფრანგი მსახიობი ფრანი არდანი  წაიყვანს, არსებული ინფორმაციით, საღამოს თავად ძეფირელიც დაესწრება. როგორც ნინო სურგულაძემ ქართულ მედიასაშუალებას განუცხადა, ის არ გამოვა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე, რადგან ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების აპლოდისმენტი მისთვის მიუღებელია.


,,უარის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ის უკავშირდებოდა კრემლში გამოსვლას,, ელენა ობრაზცოვას საოპერი მეჯლისი" 2014 წლიდან იმართება. ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ საოპერო სფეროდან, წამყვანი იქნება ცნობილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი და ეძღვნება ფრანკო ძეფირელის 95 წლისთავს. ამ საღამოს თავად ფრანკო ძეფირელიც დაესწრება. ძეფირელსა და ობრაზცოვას დიდხნიანი შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირდებდათ. სიამოვნებით დავთანხმებოდი ამ ორი ჩემი საყვარელი ხელოვანისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას, მაგრამ უკვე ვუთხარი უარი. უნდა შემესრულებინა ორი არია. თანახმა იყვნენ, რომ ორი დღით ადრე ჩავსულიყავი რეპეტიციაზე, ჩემი გრაფიკის გამო, მაგრამ გამორიცხული იქნებოდა, რომ ამ წინადადებას დავთანხმებოდი. კონკრეტულად კრემლის დარბაზში სიმღერა არ იქნებოდა სწორი. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არც განცხადებებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ლოგიკურია, რომ კრემლში გამოსვლა არ მინდა, რადგან ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება", - განაცხადა სურგულაძემ ქართულ მედიასთან საუბრისას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი