logo_geo
ელისო ჩაფიძე: ამან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა...
- +

17 დეკემბერი. 2016. 15:07


 

 

 


ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ელისო ჩაფიძე თებერვალში ტყუპ ბიჭებს ელოდება. როგორც ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ამ ამბის გაგებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

 

„მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ღმერთმა დაგვაჯილდოვა. საკმაოდ ბევრი წვალებისა და მკურნალობის შემდეგ თებერვალში ტყუპ ბიჭებს ველოდებით. ეს საოცარი შეგრძნებაა. ამან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ადამიანების, სამყაროს, საკუთარი არსებობის მიმართაც კი შემეცვალა დამოკიდებულებები.

 

ყოველთვის მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის გამეზარდა შვილები, მათთვის წამეკითხა ვაჟა-ფშაველას ლექსები, სულიერება და განათლება მიმეცა, მათთვის დავხარჯულიყავი. ახლა სწორედ ამის შესაძლებლობა მეძლევა და ეს ძალიან მიხარია.

 

მე და ჩემი მეუღლე დათო ქუთაისში მივდიოდით, პარლამენტის სხდომა იყო ჩანიშნული. დილით ანალიზები ჩავაბარე. დაახლოებით რიკოთზე ვიყავით, როცა ექიმმა დამირეკა, ორსულად ხარო. სიხარულისგან ისეთი საოცარი რეაქცია გვქონდა, მადლობა ღმერთს, რომ ავარიაში არ მოვხვდით. ეს რაღაც საოცარი შეგრძნება იყო!" - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი