logo_geo
ირმა ინაშვილი: ადრე ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ლექსებს ვწერდი, ვხატავდი... ახლა ამის დრო აღარ არის
- +

17 დეკემბერი. 2016. 15:08


 

 


„უფრო მეტი თვალი გაკვირდება, აღარ გაქვს პირადი ცხოვრება, თავისუფლება. არ შეგიძლია, მეტი დრო დაუთმო შენს მეგობრებს თუ ოჯახს. ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა უფრო მძიმედ არის", - ამბობს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც პოლიტიკაში აქტიურმა ყოფნამ მის ცხოვრებაში გამოიწვია.

 

„ძალიან შემოქმედებითი და რომანტიკული ნატურააო, - ვინც მიცნობს, ასე ამბობს ჩემზე. ახლა ამის დრო აღარ არის. ადრე ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ლექსებს ვწერდი, ვხატავდი... ახლა მთელი დრო მიდის იმაში, რომ ვიღაცას ბავშვი ჰყავს ავად, ვიღაცას სახლში დენი არ აქვს, ვიღაცას შია... ხან პირადი თანხებით ვეხმარები, ხან პარტიის ფულით. ზოგჯერ უბრალოდ რჩევას ვაძლევ და ვეფერები.

 

ერთხელ კასპიდან ჩამოვიდა კაცი, რომელიც წუხდა, რომ ცოლთან დაეძაბა ურთიერთობა. სანამ რჩევას არ მომცემთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ვკითხე, თქვენი საწოლები გვერდიგვერდ დგას-მეთქი? მიპასუხა, ქვედა სართულზე იძინებსო. ვუთხარი, ჩაიტანე შენი საწოლი, ხელი ჩაჰკიდე და ყოველდღე ისე დაიძინე-მეთქი.

 

3 თვის მერე წითელი ვაშლები ჩამომიტანა - რა კარგი რჩევა მომეცი, ასეთი ტკბილი ურთიერთობა არ მქონია ცოლთან, რომელთანაც 30 წელია ვცხოვრობო", - ამბობს ირმა ინაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი