logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ლევან ბერძენიშვილმა ისეთი ხალხი მოიხსენია ნეგატიურად, მე რომ არ მოვეხსენებინე, საწყენი იქნებოდა
- +

17 დეკემბერი. 2016. 16:55


 

 

 


„ლევან ბერძენიშვილმა ისეთი ხალხი მოიხსენია ნეგატიურად, მე რომ არ მოვეხსენებინე, საწყენი იქნებოდა", - ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილის შეფასებას, რომელმაც მინისტრს ქართული ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მებრძოლი უწოდა.


„ქართულ ღირსებას შეიძლება ჩემზე მეტი დამცველი არ ჰყავდეს, ოღონდ სწორი გაგებით. ვისაც ჰგონია, რომ დიდი ყანწით სადღეგრძელოს თქმა სუფრასთან და მერე მეზობლებთან ჩხუბია ქართული ღირსებები, ამას ვემიჯნები. ვისაც ჰგონია, რომ შრომისა და ჭკუის გამოყენებით წარმატების მიღწევა არის ქართული ღირსება, მისი თანამოაზრე ვარ. რაც შეეხება კრიტიკას, იგი ყოველთვის უძღვის ცვლილებას. დიახ, როგორც მენეჯერმა, ვიცი, რომ თუ არ მაკრიტიკებენ, ესე იგი, არაფერს ვცვლი. არგაკრიტიკება რომ მინდოდეს, ფასადურად გავალამაზებდი სკოლებს (სხვათაშორის, ინფრასტრუქტურასაც აუცილებლად მივხედავთ), ზედაპირულ ცვლილებებს გავატარებდი და რომ წავიდოდი, იტყოდნენ, ამ კაცს არაფერი გაუკეთებიაო. 30 წელში განათლების 18 მინისტი იმიტომ გვყავდა, რომ ამ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. არ ვიბრალებ, რომ ერთადერთი სწორი გზა ვიცი და პროცესში ჩართული მყავს ათობით პროფესიონალი. ყველა საკითხს სპეციალისტებთან გავდივარ", - განაცხად ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი