logo_geo
ელისო ჩაფიძე: მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად
- +

17 დეკემბერი. 2016. 17:26


 



ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ელისო ჩაფიძე თებერვალში ტყუპ ბიჭებს ელოდება. „სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ არჩევნების პერიოდში მოუწია ორსულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადართვა, ამიტომ ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას. მისივე თქმით, ის „ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.


„ისეთ პერიოდში მოხდა ჩემი გადართვა ორსულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომ პარალელურად საარჩევნო ამბები მიმდინარეობდა. სიმართლე გითხრათ, გული მაინც მიმიწევდა იმ ადამიანების სამსახურისკენ, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვემსახურე. ვფიქრობ, რაც შემეძლო, ყველაფერი კეთილსინდისიერად გავაკეთე მათთვის.

 

ის, რომ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი სხვა ადამიანი იყო, აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებიც ჩვენ ერთობლივად უნდა დავძლიოთ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდის წევრად. სადაც უნდა ვიყო, ვეცდები, ჩემი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვემსახურო", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი