logo_geo
ეკა ხოფერია: როდესაც პატრიარქთან ინტერვიუ მქონდა, იმ საღამოს ის ყველას სახლში შევიდა...
- +

19 დეკემბერი. 2017. 23:53


 

„იმ საღამოს ყველას სახლში შევიდა პატრიარქი, თითქოს ჩვეულებრივ ამბებზე, თითქოს იმ ამბებს ყვებოდა, რომელიც იცი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.


„როდესაც პატრიარქთან ჩემი ინტერვიუ გავიდა ეთერში, მაშინ მე ვიყავი სხვა გადაღებაზე. გვიანი ღამე იყო ტრადიციულად, როდესაც იქიდან მოვდიოდი. დავდე სოციალურ ქსელში ანონსი, რომ ძვირფასო მეგობრებო ახლა ჩემი გადაცემა მიდის-მეთქი, მე ვერ ვუყურებ და აბა თქვენ იცით-თქო... მე მსგავსი რეაქცია არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მოხდება ჩემს ცხოვრებაში.

 

მადლობას გეუბნებიან ამ ინტერვიუსთვის და გეუბნებიან, რომ თითქოს შემოვიდა ყველას სახლში. იმ საღამოს ყველას სახლში შევიდა პატრიარქი, თითქოს ჩვეულებრივ ამბებზე, თითქოს იმ ამბებს ყვებოდა, რომელიც იცი", - განაცხადა ეკა ხოფერიამ.


 

big_banner
არქივი