logo_geo
გიორგი ანდრიაძე: პატრიარქი ეკლესიის წიაღში ყველას დააბრუნებს!
- +

20 დეკემბერი. 2017. 00:06


 

„რეალურად, პატრიარქი არის ახლადმომაქცევარი ქართველი ერისა. ეკლესიის წიაღში ყველა დაბრუნდა. მეცნიერი, კულტურის მოღვაწე, ბერი, სასულიერო პირი, ჩვენი ეპისკოპოსები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ჩვენც ამ წრეს მივეკუთვნებოდით ის ახალგაზრდები, რომლებიც პატრიარქმა ეკლესიაში მოგვიყვანა", - ამის შესახებ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა. ანდრიაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობაზე ისაუბრა.


„ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ პატრიარქი, როგორც რელიგიური მოღვაწე, ამავე დროს ჩემთვის ეროვნული გმირი გახდა, ეროვნული საქმის გამგრძელებელი, იმ პროცესების შემდეგ, რაც საქართველოში განვითარდა. იმ სისხლიანი დაპირისპირების ფონზე, რაც ეროვნულმა მოძრაობამ ჩემთვის გადმოინაცვლა ეკლესიაში და ამიტომაც მე და ჩემი თანამებრძოლები უფრო რელიგიურები გავხდით. მაგალითად, პატრიარქმა დააბრუნა ჩვენი დიასპორა, მან აღადგინა ეპარქიები, რომელიც ჩვენს ეკლესიას გაუქმებული ჰქონდა. მან დააბრუნა საქართველოში ტაო-კლარჯეთის ეპარქია. ეს არის ქართული მსოფლმხედველობის აღდგენა.

 

მაგალითად, პატრიარქმა თავის ტიტულატურაში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის დაბრუნებით პასუხი გასცა იმ ინფორმაციულ ომს და იმ მცდელობებს სხვადასხვა მტრული ძალების მხრიდან, რომელთაც სურვილი აქვთ აფხაზეთი არაქართულ ტერიტორიად წარმოაჩინონ. ეს ყველაფერი მან მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებით განახორციელა",-განაცხადა ანდრიაძემ.


 

big_banner
არქივი