logo_geo
„მშვიდობით ჩემო რუსთაველის თეატრო, მშვიდობით ჩემო მუზეუმო, 14 წელი მე შენი ერთგული ვიყავი“ - რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული წარწერა
- +

21 დეკემბერი. 2017. 13:15



რუსთაველის თეატრში შემონახული საინტერესო ფაქტებისა და ფონდებში დაცული ექსპონატების შესახებ ამავე თეატრის მუზეუმის გამგე ბელა ჭუმბურიძე გვიამბობს.

-პირველი  სამუზეუმო მასალები იყო სპექტაკლების დღიურები, რომლებსაც რეჟისორების ასისტენტები აწარმოებდნენ. ეს წესი აკაკი ფაღავამ შემოიღო და მისი დამსახურებაა, რომ ყოველი სპექტაკლის შესახებ უნიკალური მასალა არსებობს. თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს მხოლოდ სპექტაკლის ისტორი არაა, აქ ნათლად ჩანს  ქვეყნის მაშინდელი ისტორიაც.  მაგალითად, ერთ ჩანაწერზე გიამბობთ: მიდის მუშაობა სანდრო ახმეტელის სპექტაკლზე „ანზორი". სარეპეტიციო დღიურში თანაშემწეს ჩაუწერია: „ჩვენ ნაადრევად შევწყვიტეთ რეპეტიცია, რადგან წავედით ვერცხლის ქუჩაზე, სადაც ლეკები ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩვენ უნდა დავკვირვებოდით მათ მეტყველებას, დიქციას, აქცენტებს, მოძრაობებს"... მსახიობებს ეს როლისთვის სჭირდებოდათ ... ეს ჩანაწერი ეპოქის სახეს გვიჩვენებს.

ახმეტელმა 1993 წელს დადგა სპექტაკლი „ყაჩაღები", ცნობილი და წარმატებული სპექტაკლი ტირანიის წინააღმდეგ. როგორც ამბობენ სპექტაკლი მისი დახვრეტის საბაბიც კი გახდა, წლების შემდეგ დადგმა აღადგინეს და დეკორაციის ნაწილი - სავარძელი, რომელიც მაშინ გამოიყენეს, ამჟამად მუზეუმში დგას. 1935 წელს, როცა სანდრო ახმეტელი და თეატრიდან გაათავისუფლეს, ია ქანთარიამ თეატრი დატოვა და დაწერა: „მშვიდობით ჩემო რუსთაველის თეატრო, მშვიდობით ჩემო მუზეუმო, 14 წელი მე შენი ერთგული ვიყავი". ია ქანთარია 1937 წელს დახვრიტეს ხუთ მსახიობთან ერთად.

სანდრო ახმეტელის საქმის მასალები კი გადაარჩინეს ესტატე ბერიაშვილმა და პაპუნა წერეთელმა. ისინი მუზეუმში მუშაობდნენ. ესტატესა და პაპუნას უბრძანეს, რომ ახმეტელთან დაკავშირებული ყველა მასალა გაენადგურებინათ. ესტატე ბერიაშვილმა  ეშმაკობას მიმართა: ძველი გაზეთები და ჟურნალები დაწვა. აქტი შეადგინა, რასაც ხალხი დაასწრო, რომ ვითომ ყველაფერი გაანადგურა. მან ეს საოცარი ჩანაწერები თეატრის ყველა კუთხეში გადამალა, მერე სათითაოდ სახლში გაჰქონდა და 20 წლის შემდეგ, თავისი ხელით დააბრუნა რუსთაველის თეატრში.

წყარო - ჟურნალი გზა



 

big_banner
არქივი