logo_geo
გიორგი გახარია: შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს ახალი ადამიანი...
- +

25 დეკემბერი. 2017. 00:07


 

„შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს ახალი ადამიანი. რეფორმების გარეშე, შინაარსობრივი ნაწილის გარეშე, 1 დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ",- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.


„გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადოების ინტერესებში შედის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება პოლიციის მხრიდან ითმინოს უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა ასევე გვესმის, რომ 1 დღეში შედეგის დადგომა არის შეუძლებელი" , - განაცხადა შს მინისტრმა.


გიორგი გახარიამ საზოგადოებას რეფორმირების პროცესში მხარდაჭერა სთხოვა. „ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსპარენტული",- განაცხადა მინისტრმა.










 

big_banner
არქივი