logo_geo
ანზორ მელია: მიშამ კინაღამ დამიჭირა - წნევაც და შაქარიც სააკაშვილმა დამმართა!
- +

26 დეკემბერი. 2017. 03:42


 

„ნაციონალური მოძრაობს" ერთ-ერთი სახის ნიკა მელიას მამას, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უყვარდა", - ამის შესახებ ნიკა მელიას მამა, ცნობილი კარდიოლოგი და კლინიკა „გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.


როგორც ანზორ მელია გამოცემასთან ამბობს, იგი 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ლამის ციხეში ჩასვეს.


თუ რა მოხდა 2008 წელს, ანზორ მელია ინტერვიუში დეტალურად იხსენებს:

 

„სააკაშვილი არ მიყვარდა. მიშამ კინაღამ დამიჭირა. მამამისს - ბატონ ნიკას ორი სტენტი ჩავუყენე, რასაც კინაღამ გადამაყოლეს. 2008 წელი იდგა, ომი და უბედურება ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, როცა დილაადრიან ბატონმა ნიკა სააკაშვილმა დამირეკა. დილის 6 თუ 7 საათი იქნებოდა... ბატონ ნიკას მაშინ არ ვიცნობდი. კაცი მეკითხება - ანზორი ხართ? - დიახ, ანზორი ვარ - ვპასუხობ. - ნიკა სააკაშვილი ვარ, გული მტკივა და სასწრაფო გამომიგზავნეთო. სასწრაფოდ გავაგზავნე სასწრაფო. აღმოჩნდა, რომ ბატონ ნიკას უსერიოზულესი სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა", - ამბობს ანზორ მელია.


მისივე თქმით, პაციენტს ტკივილები მოუხსნა, თავის კლინიკაში დააწვინა და ორი სტენტი ჩაუდგა. პაციენტი გამოჯანმრთელდა და ანზორ მელიას როგორც საუკეთესო ექიმს და პროფესიონალს ყველგან აქებდა. ამ ინფორმაციამ რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელ და „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო წევრ ნიკოლოზ ყიფშიძესთანაც მიაღწია.


„რესპუბლიკური საავადმყოფოს შეფმა, მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცმა, ლოთმა და „ბასიაკმა" ნიკა ყიფშიძემ, რომ გაიგო პრეზიდენტის მამამ ოპერაცია ჩემთან გაიკეთა, ალბათ დაიბოღმა თუ რა მოუვიდა, არ ვიცი, განაცხადა - მე ნიკა ყიფშიძე არ ვიყო, თუ ანზორ მელია არ დავაჭერინო! როგორ გაბედა, მე აქ ვარ და პრეზიდენტის მამა სტენტს ანზორ მელია უდგამსო!...

 

დილაა და ნიკა სააკაშვილი მირეკავს - ანზორ, სტენტი არ მიყენიაო. გავგიჟდი. - სტენტი, როგორ არ გიყენიათ, ორი სტენტი ჩავაყენეთ მეთქი. - ხო, ჩემს ცოლს, სვეტას უმადლოდეთ, თორემ ღამით შენი დაჭერა უნდოდათო... დღეს 9 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიო.

 

მივედი 9 საათზე. ეს ლოთი ყიფშიძე ნიკა სააკაშვილს „ემერჯენსს" ათვალიერებინებდა. ყიფშიძეს ვუთხარი - რა დროს ეს არის, წავიდეთ სტენტები ვნახოთ-მეთქი. - რაც არ ჩაგიყენებია რა უნდა ვანახოთო? - მიპასუხა. ნიკა, რას ამბობ, წამოდითით-მეთქი. ამ დროს ვიღაც ბიჭმა, რომელიც, როგორც ვიცი სააკაშვილის მამასთან მუშაობდა, ჩემკენ გამოიწია და თითები გამომიშვირა - თვალებს ამოგთხრი, - ბატონ ნიკას ეს როგორ გაუბედე, სტენტი, როგორ არ ჩაუყენეო.... გავედით, გავაშუქეთ და ორივე სტენტი ადგილზე იყო. წამომივიდა ცრემლები... ამხელა კაცი სიხარულით ვტიროდი, მაგრამ ვტიროდი იმიტომაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ლოთი და „ბასიაკი" ძმაკაცი ასე უსინდისოდ მომექცა.

 

მოვედი სახლში და მირეკავენ - რა სტენტებიც ჩააყენე, ყველაფრის საბუთები უნდათ, მეექვსე განყოფილებიდან ვართო.... ლოთ ნიკა ყიფშიძეს, თურმე მიხეილ სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვმს - ანზორ მელიამ მამათქვენს ძაღლის სტენტი ჩაუყენაო. პარალელურად, ნიკა სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ურეკავდა და აგიჟებდა - თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებ საზღვარგარეთ ოპერაციას, მოკვდებიო.

 

ბოლოს და ბოლოს, კონსილიუმი მოვიწვიეთ, რომელსაც ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ და ცხადია, გავმართლდი, მაგრამ კინაღამ დამიჭირეს. იმდენი მანერვიულეს, თქვენს მტერს", - ამბობს ანზორ მელია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი