logo_geo
„ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს“ - დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა
- +

18 დეკემბერი. 2016. 23:42



ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2" დატოვა. 20 წლიანი უცვლელი წამყვანის შემდეგ, გადაცემა "P.S"-ს,  პირდაპირ ეთერში, ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს. კიკალიშვილი საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება და 18 დეკემბერს მისი ბოლო „P.S" იყო.

 

„პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე P.S-ს ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, „რუსთავი 2"-ის არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20 წლიან მეგობრობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ - P.S-ის მაყურებელი! თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე P.S-ის ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა.  ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს", - განაცხადა  კიკალიშვილმა.


 

big_banner
არქივი