logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: გაგიმხელთ, მე და პრემიერს გვაქვს ასეთი შეთანხმება...
- +

19 დეკემბერი. 2016. 12:23


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში პროფესიულ განათლებაზე საუბრობს. მისი თქმით, უმაღლესი მხოლოდ მათ უნდა დაამთავრონ, ვინც სწავლისთვის თავს მართლა გადადებს.

 

„წელს, 10 ათასი სტუდენტი წავიდა პროფესიულში და დაახლოებით 27 ათასი - უმაღლესში. უკეთესია პირიქით იყოს, რადგან იმდენი იურისტი, მენეჯერი, საერთაშორისო სპეციალისტი, რამდენსაც ვუშვებთ, არ გვჭირდება. უმაღლესი უნდა დაამთავროს იმან, ვინც მართლა გადადებს თავს სწავლისთვის. განათლების ისეთი სტრუქტურა უნდა გვქონდეს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნად პროფესიონალებს გამოუშვებს. შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემაც აღარ იქნება. მიხარია, რომ წელს, პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციაზე რიგები იყო. კულინარიაზე წყვეტაა, კომპიუტერულ სპეციალობებზეც.

 

პრობლემა ისაა, რომ პროფსასწავლებლის ხსენებაზე, მაინცდამაინც სანტექნიკოსი და „კაფელშიკი" ახსენდებათ. პროფესიულია ტელეოპერატორი, ჟურნალისტიკის ელემენტები, რედაქტირება, გრაფიკული დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, ფოტოგრაფია... გაგიმხელთ, მე და პრემიერს გვაქვს ასეთი შეთანხმება: ისეთი უნდა იყოს პროფგანათლება, რომ ჩვენი საყვარელი უმცროსი შვილები გავუშვათ ამ მიმართულებით. უკვე ვხედავ რამდენიმე სასწავლებელს, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩემთვის. მომავალში, იმედია, მათი რიცხვი გაიზრდება. სხვათაშორის გაზრდილი დაფინანსების ნაწილს აქეთაც მივმართავთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი