logo_geo
თიკა ჯამბურია: უკვე აღარც მიყვარს ახალი წელი...
- +

19 დეკემბერი. 2016. 16:37


 

 

 

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ამ წელს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის შემოთავაზებებზე უარი თქვა. როგორც მან ჟურნალ „სარკესთან"  ინტერვიუში აღნიშნა, ამის მიზეზი მისი ხუთი წლის შვილი ნინაა. მომღერალი კონცერტების გამო, ოჯახში ყოფნას ვერასოდეს ახერხებდა. ახლა კი, იმედი აქვს, რომ შვილის გვერდით ყოფნას შეძლებს.

 

„ახალი წელი ჩემთვის მუშაობას ნიშნავს. არასოდეს მქონია ნამდვილი ახალი წელი. უკვე აღარც მიყვარს ეს დღესასწაული, რადგან ყოველთვის გარეთ ვარ, ვიყინები, გიჟივით დავრბივარ. 5-6 კონცერტის მერე კიდევ სადმე გასართობად თუ მიდიხარ, ხვდები, რომ აღარაფრის ნერვები და თავი არ გაქვს, მხოლოდ დასვენება გინდა.

 

9 წლის ასაკის შემდეგ ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. ორსულად რომ ვიყავი, იმ ახალ წელსაც სცენაზე ვიდექი. ძალიან მინდა, წელს თბილისში ვიყო, ამიტომ ყველა შემოთავაზებაზე, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან ან სხვა კუთხეებიდან ვიღებ, უარს ვამბობ.

 

ნინა უკვე 5 წლისაა და ერთი ახალი წელიც არ გამიტარებია მის გვერდით, რაზეც ძალიან მწყდება გული, შვილი მეცოდება კიდეც. მინდა, ოდესმე ერთი ახალი წელი მაინც გავატარო მასთან ერთად. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, რომ 31 დეკემბერს, 12 საათზე სახლში ვიყო, მაგრამ მინდა, ნინა გვერდით მყავდეს", - აღნიშნა თიკა ჯამბურიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი