logo_geo
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი გადალახულია
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:43


 

 

 


პარლამეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი გადალახულია და არსებობს მოლოდინი, რომ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.



„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირში ჩვენი პარტინიორების განცხადებები, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი გადალახულია და ახლა უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.

 

მსგავსი წარმატებები მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის შედეგია, პრემიერის ვიზიტმა კი განსაკუთრებული როლი შეასრულა პროცესში საქართველოს როლის გამოკვეთაში. ამ წარმატების ფონზე საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება საგარეო მიმართულებით პასიური გახდა. პირიქით, 2012 წლის შემდეგ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი