logo_geo
ჯემალ სეფიაშვილი: პატრიარქი ჩემს სანახავად მოვიდა, შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა...
- +

4 იანვარი. 2018. 13:53



პატრიარქის დაბადების დღეს ჯემალ სეფიაშვილმა შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა. მაშინ ბატონი ჯემალი გვიამბობდა, როგორ მოინახულა საავადმყოფოში პატრიარქმა ოპერაციის შემდგომ.


- სასწაული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდ ადამიანთან, ისევე, როგორც ჩვენ ყველას. მის მიმართ სიტყვა „დიდიც" პატარად მეჩვენება. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საუბარში გადაწყდა, რომ მომავალ წელს, სწორედ მის დაბადების დღეს, გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო.


- გვიამბეთ თქვენი და პატრიარქის ურთიერთობაზე...


- ხუთი წლის წინათ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე გულზე. 6 საათი გრძელდებოდა. დამთავრდა ოპერაცია, გამოვდივარ ნარკოზიდან და მესმის ექიმების ხმა, რომლებიც მეფერებიან, მამშვიდებენ, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პირველი ვიკითხე - მანანა ცოცხალია? ჩემს ცოლს ვკითხულობდი.  გავახილე თვალები და დავინახე პატრიარქი. ისევ დავხუჭე. მეგონა, რომ მომეჩვენა. ისევ გავახილე და უცებ მესმის, - ჩემო ჯემალ... მივხვდი, რომ ეს ნარკოზი აღარ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემს სანახავად თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდა. მოეტანათ ბევრი ღვინო, ხილი, შოკოლადი. შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი.


- ჰქონდა ინფორმაცია, ოპერაციას რომ იკეთებდით?


- წინა დღეებში შევხვდი პატრიარქს. ამ ოპერაციის შესახებ იცოდა. მე და მანანა დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა, მაგრამ რეანიმაციაში თუ ვნახავდი, რას წარმოვიდგენდი!


- შინ თუ მიგიპატიჟებიათ  სტუმრად?


- არა, ვერც ვკადრებდი. თუმცა, ჩემი შვილიშვილები, ცისანას სამი შვილი მისი მონათლულია.

 

- რა თემებზე საუბრობთ ხოლმე თქვენ და პატრიარქი?


- ჩვენი შეხვედრის აუცილებელი კომპონენტი სიმღერაა. ჩვენი შეხვედრის ფონი ხშირად არის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ვსაუბრობთ სიკეთეზე, საქართველოს კეთილდღეობაზე, მორალზე, პატიებაზე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი