logo_geo
სოსო ცისკარიშვილი: „ნაციონალებისგან“ კი მიჩვეული ვართ უპასუხისმგებლო ქცევას, მაგრამ...
- +

19 დეკემბერი. 2016. 18:03


 



ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ არ შეიძლება ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცეს. მისივე თქმით, მთავრობის საქმიანობის შეფასება მხოლოდ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეიძლება.


„არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცეს, ჩვენ კი მოწმენი ვართ, არჩევნების მეორე დღიდანვე როგორ ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობა" ახალ წინასაარჩევნო კამპანიაში - მუდმივი კრიტიკით და იმ ყველაფრის მიუღებლობით, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. მიჩვეულნი კი ვართ მათგან ამგვარ უპასუხისმგებლო ქცევას, მაგრამ ის, რომ მომავალი ოთხწლეულიც ასე უნდა გავატაროთ, რასაკვირველია, პესიმისტურად განგვაწყობს.

 

მთავრობის შედეგიან მართვაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუ მას არ მიეცა მოქმედების დრო და საშუალება. ვიდრე დავამუნათებთ მთავრობას, მას უნდა მივცეთ მუშაობის რამდენიმეთვიანი ვადა მაინც. ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით გვქონდეს, მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას პოლიტიკური ინტერესები ჭარბობს ეკონომიკურ შემადგენელს, რასაკვირველია, წარმატებამდე გზა უფრო გრძელდება", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი