logo_geo
ოთარ აბესაძემ საპყრობილეში იქორწინა
- +

4 იანვარი. 2018. 20:40



თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთო აბესაძე, ქრთამის აღების ბრალდებით, 11 ივლისს დააკავეს. ის ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოთო აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე დღის წინ, ის ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს.


სანამ საზოგადოება და სასამართლო ოთო აბესაძის საქმეს განიხილავს, ბრალდებულმა პირადი ცხოვრება ციხეში მოაგვარა. მან და დეა აფციაურმა საპყრობილეში იქორწინეს. „სარკეს" ოთარ აბესაძის ცოლი, დეა ესაუბრა.


- დეა, როგორია ამჟამად ოთარის მდგომარეობა, კვლავ საავადმყოფოში რჩება?

 

- კარგად არ არის, მაგრამ გულთან რაც იყო დაკავშირებული, მოგვარდა, საავადმყოფოში აღარ არის. ისევ ციხეში დააბრუნეს.


- როგორია თქვენი სტატუსი ამჟამად, ოთარ აბესაძის მეუღლე გქვიათ თუ შეყვარებული?


- მე და ოთო შეყვარებულები ვიყავით და დაქორწინებას ვაპირებდით. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქორწინება ისე არ მოხერხდა, როგორც ვგეგმავდით. ამიტომ ციხეში მოვაწერეთ ხელი 17 აგვისტოს.

 

- თქვენი სიყვარულის ამბავი აუზზე დაწყებულა...

 

- დიახ და ძალიან მინდოდა, ჟურნალისტებთან ამ თემაზე მე და ოთოს ერთად გველაპარაკა. ვხუმრობდით ჩვენი გაცნობის ისტორიაზე და ერთმანეთს ვაბრაზებდით. შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ერთ ძალიან მაგარ დღეს გავიცანით ერთმანეთი. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი, 24 საათიდან 25 საათს ერთად ვატარებდით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი