logo_geo
„ყველი, რომლებსაც მოქალაქეები ყიდულობენ, რიგ შემთხვევებში სულაც არ არის უსაფრთხო“
- +

15 იანვარი. 2018. 14:26



MIC-TNS-ის კვლევის თანახმად, 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის.


რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, MIC-TNS-ის ლაბორატორიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყველი, რომლებსაც მოქალაქეები ყიდულობენ, რიგ შემთხვევებში სულაც არ არის უსაფრთხო მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის. კვლევის თანახმად, 9 ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლოფორმები; 7 ნიმუშში - სტაფილოკოკები. ამასთან, ყველის 15 ნიმუში

-0:21

დან არც ერთში არ აღმოჩნდა სალმონელები და ლისტერია.


აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არაეტიკეტირებულ ყველს ყიდულობს. მათი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტად დაცულია, თვლიან, რომ ქარხნული წესით წარმოებული ყველი ნატურალური არ არის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი