logo_geo
ირაკლი მაქაცარია: ჩემთვის ოჯახის სიმტკიცე ხელშეუხებელია!
- +

15 იანვარი. 2018. 20:47


 

ირაკლი მაქაცარიასთვის 2017 წელი საკმაოდ აქტიური იყო - ბევრი სიახლით დატვირთული და რაც მთავარია, სწორედ ამ წელს გაიცნო ის საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დადებითი დამოკიდებულება მათი მხრიდან დღემდე გრძელდება. როგორც მაქაცარია ჟურნალ „რეიტინგთან" საუბრობს მის ირგვლივ ბევრი ჭორი ვრცელდება და ასევე დასძენს, რომ მისთვის გათხოვილ ქალთან ურთიერთობა მიუღებელია.


„სულ ვიღაცასთან მაწყვილებდნენ - ესეც დამღლელია, მაგრამ აღარ მაინტერესებს. არ ვბრაზდები ჭორებზე, უბრალოდ, არ მსიამოვნებს, როგორც ფენომენი, რადგან ტყუილზეა დაფუძნებული. ძალიან ბევრ მშვენიერ მანდილოსანთან ვმეგობრობ. შეიძლება, ფოტოზეც გამოვჩნდეთ ან სადმე და სულ მიდის რადიკალიზაცია: ეს უეჭველი იმასთან არის.

 

ნინიზე იყო, სალომეზე, ქრისტინე იმედაძეზე, სალომე ღვინიაშვილზე. სირცხვილია, ეს უპატივცემულობაა მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ და ასევე, ჩემს მიმართ!

 

რომც მომწონებოდა გათხოვილი ქალი, ამას ჩემ გარდა ვერავინ გაიგებდა და არც არასდროს გაუგიათ. ჩემთვის ოჯახის სიმტკიცე ხელშეუხებელია. თუ განათხოვარია, ქმარს გაცილებული - არ მაქვს შეხედულება: აუ, განათხოვარია. მაგრამ, თუ მანდილოსანი ქორწინებაშია ან ვინმესთან აქვს ურთიერთობა, გამორიცხულია, ჩავერიო", - აღნიშნავს მაქაცარია. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი