logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჩატაევს საქართველოს მოქალაქეები ეხმარებოდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა...
- +

15 იანვარი. 2018. 22:40


 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „tvპირველის" ეთერში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა ახმედ ჩატაევის ჯგუფს საქართველოს მოქალაქეები ეხმარებოდნენ, რაც სამწუხარო ფაქტია.

 

„სამი საერთაშორისო ძებნილი შემოვიდა საქართველოში. სამწუხაროდ, მწვანე ზოლით. გადმოკვეთეს ქვეყნის საზღვარი უკანონოდ. მათ ჰქონდათ ძალიან მძიმე განზრახვები. ისინი გეგმავდნენ სერიოზულ ტერორისტულ აქტებს. ამის მტკიცებულებები არსებობს. ჩვენს ხელთ არის ჩატაევის კომპიუტერი, ტელეფონები, ჩანაწერები და სხვა მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩატაევი სხვა პირებთან ერთად აპირებდა ტერორისტული აქტების მოწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მასთან კავშირზე გავიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ხელს უწყობდნენ იარაღის მოპოვებაში, საბანკო მიმოქცევაში და ა.შ. ესეც ფაქტია და ამასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები", - განაცხადა სესიაშვილმა.


 

big_banner
არქივი