logo_geo
გივი ნახუცრიშვილი: დაიკარგა მდიდარი არქივი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ისტორიას ინახავდა
- +

20 დეკემბერი. 2016. 13:32


 

„დევნილობის ბოლო პერიოდი ზვიად გამსახურდიამ გროზნოში გაატარა. მეც მის გვერდით ვიყავი და ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო შეხვედრის ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციას ვაკეთებდი", - ამბობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გივი ნახუცრიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, ძალიან მდიდარი არქივი დაიკარგა, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტობის ისტორიას ინახავდა.

 

„700-მდე სამსაათიანი ვიდეოკასეტა, რომელიც მისი პრეზიდენტობის ისტორიას ინახავდა, გროზნოში ჰქონდა წაღებული და რუსების შემოსვლის შემდეგ დაიკარგა. დაიკარგა მდიდარი არქივი, სადაც ბუნკერში ყოფნის პერიოდთან ერთად, ცხინვალში განვითარებული მოვლენები და დევნილობაა ასახული", - ამბობს პრეზიდენტის ფოტოგრაფი.

 

 

„ბატონი ზვიადი არასდროს გამოხატავდა დიდ სურვილს, ეპოზიორა ფოტოაპარატის ან კამერის წინ, თუმცა ძალიან დამყოლი იყო", - ამბობს გივი ნახუცრიშვილი და იხსენებს ფოტოს, რომელიც მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.

 

„ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტო ბორჯომშია გადაღებული. ბატონი ზვიადი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. ციხიდან ერთი თვის გამოსული იყო, როცა ახალციხეში არეულობის მოწყობა სცადეს და იქ ერთად წავედით. ბორჯომში გავჩერდით. სწორედ იქ გადავუღე ის ფოტო. მომავალი პრეზიდენტი ჩაფიქრებულია, თითქოს წარსულსა და აწმყოზეც დარდობს.

 

ბოლო ფოტო გროზნოში გადავუღე, სადაც მასთან ერთად, მე და მისი თანამებრძოლები ვართ აღბეჭდილი. მთხოვა, არ გაავრცელოო, უფრთხილდებოდა თავის მებრძოლებს და მათო ოჯახის წევრებს. მერე ეს ფოტოც დაიკარგა", - ამბობს გივი ნახუცრიშვილი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი