logo_geo
დავით სოკოლოვი: სააკაშვილისთვის გამოსავალია შუბლში ტყვია – ყველა დაისვენებს!
- +

22 იანვარი. 2018. 12:13

 

 

„ჩემს შვილს ვთხოვე, როცა მოვკვდები, დამწვი და ჩემი ფერფლი მთაწმინდიდან გადმოყარე-მეთქი", - ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს ტელევიზიის ყოფილი წამყვანი, 81 წლის დავით სოკოლოვი, რომელიც მეუღლესთან ერთად, მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარი მოხუცებულების სახლში ცხოვრობს.


დავით სოკოლოვი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მოხუცებულთა სახლში რძალმა მიიყვანა. მისი თქმით, საკუთარი ერთოთახიანი ბინა გაქირავებულია და ქირიდან მიღებულ თანხას მოხუცებულთა სახლის ადმინისტრაციას უხდის.


ამასთან, ყოფილი დიქტორი ამბობს, რომ მას თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე 5-ოთახიანი ბინა ჰქონდა, რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა.


„1991 წლის 21 დეკემბერს სახლიდან გავედი და უკან ვეღარ დავბრუნდი, ჩემი ბინა ჩემს თვალწინ დაიწვა და აგერ უკვე 27 წელია, ჭერი არ მაღირსეს. არადა, თბილისის მერიას ბინით უნდა დავეკმაყოფილებინე, ედუარდ შევარდნაძემ ორდერიც მომცა, ყველა დოკუმენტაცია მაქვს, მაგრამ დღემდე ვერაფერს მივაღწიე. გიგი უგულავამ ორჯერ ამომიღო სიიდან, დავით ნარმანიამ კი 5-ჯერ მიმიღო, მაგრამ კეთილი მოკითხვის მეტი არაფერი გაუკეთებია.

 

თბილისის იურიდიული სამსახურიდან ისეთი წერილი მომივიდა, უვიცის დაწერილი გეგონებოდა. მივმართე მიხეილ სააკაშვილსაც - უფრო სწორად, დედამისთან გიული ალასანიასთან სამსახურში მივედი, თქვენს შვილს მოახსენეთ ჩემი მდგომარეობა, ბინა მეკუთვნის, კომპენსაცია არ მიმიღია, ორდერი მაქვს და მაგის ერთი ზარით ყველაფერი გადაწყდება-მეთქი... გიული ალასანიამ ალბათ, ჩემი წამოსვლის შემდეგ სანაგვეში გადაყარა ჩემი დოკუმენტაცია. ახლა აქ ვარ და სადამდე დავრჩები აქ, არ ვიცი. არ მინდა, სასამართლოს მივმართო, ეგრევე ისარგებლებენ ნაციონალები და ფსევდოოპოზიცია, ჩემი გაჭირვებით, ვითომ ძალიან ვედარდები, ხალხზე ითამაშებენ. ასეთ სიხარულს ვერ მივანიჭებ", - აცხადებს დავით სოკოლოვი.


ამასთან, ყოფილი დიქტორი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებამ მას ბინა დაუბრუნა, თავშესაფარს დატოვებს.


81 წლის იუბილე თავით სოკოლოვმა მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა, სადაც მისი მეგობრები და ტელევიზიის ძველი თანამშრომლები მივიდნენ.

 

„რას ვიფიქრებდი, რომ 81-ე დაბადების დღეს ჩემს კერაში ვერ აღვნიშნავდი. ჩემი მეგობრები და ტელევიზიის თანამშრომლები აქ მოვიდნენ და მომილოცეს. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მედიკო ჩომახიძე სპეციალურად გერმანიიდან ჩამოვიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი. აქამდე სიკვდილზე არ მიფიქრია, მაგრამ ამ სამი დღის წინათ ისეთი სიზმარი ვნახე, ვგრძნობდი, რომ დღეები დათვლილი მქონდა, ჩემს შვილს ვთხოვე: როცა მოვკვდები, დამწვი და ჩემი ფერფლი მთაწმინდიდან გადმოყარე-მეთქი. ჩემი თბილისი იმდენად მიყვარს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ლამის ბოდვა დამაწყებინოს. ფეხები მტკიოდა, მაგრამ მაინც ქუჩებში დავდიოდი და ვეფერებოდი", - ამბობს დავით სოკოლოვი.


ყოფილი წამყვანი დავით სოკოლოვი მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს ადევნებს და ახალ ამბებს ეცნობა.


„ერთი დასკვნა გამომაქვს - სააკაშვილისთვის გამოსავალია შუბლში ტყვია - ყველა დაისვენებს! მაგის მომხრეებს ჰგონიათ, ცოტაც და დაბრუნდებაო, ამას კი აღარ ფიქრობენ, რომ ხმის მიცემაში 50 ლარი თუ აიღეს, შემდეგ 200 ლარი აქეთ დაახარჯვინეს. ხალხზე თამაშობენ „გირჩებიც", რომლებთაც ნარკომანების ხმების მითვისება აქვთ გადაწყვეტილი, არადა „გირჩები" რომ მოვიდნენ, პირველი ნარკომანებს დაერივნენ. მხოლოდ მინდა ჩემი ქვეყანა ვნახო აშენებული და გაბრწყინებული. ჩემს მერე სწორედ ასეთი ქვეყანა მინდა დავტოვო", - აცხადებს დავით სოკოლოვი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი