logo_geo
ზურაბ ბიგვავა: იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ნაკლებად სავარაუდოა
- +

22 იანვარი. 2018. 14:37



სოციოლოგი ზურა ბიგვავა „პრაიმტაიმთან" საუბრისას NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.


მისი თქმით,  ნიჰილიზმი ზოგადად პარტიების მიმართ დამახასიათებელია და ქართული ფენომენი არ არის.


„ნიჰილიზმი, ზოგადად, პარტიების მიმართ ძალიან დამახასიათებელია და ეს ქართული ფენომენი არ არის. ახალი პარტიის ჩამოყალიბება, ახალი პარტიისთვის ნდობის, მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა. იმიტომ, რომ პოლიტიკაში პოლიტიკური ძალა, როგორც კი ჩამოყალიბდება, თუ სწორ ნაბიჯებს დგამს, შეიძლება, რაღაც ნდობა მოიპოვოს, თუმცა, განვითარების  შემდეგ ეტაპზე შეიძლება ეს ნდობა ძალიან მარტივად დაკარგოს", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.


ბიგვავას თქმით, იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნას, ნაკლებად არსებობს.

 

„ეს ნებისმიერი ახალი პარტიისათვის იქნება დამახასიათებელი, თუკი ის სტაბილურად და მყარად არ შეინარჩუნებს დროში პოლიტიკური ძალისთვის საჭირო მიმზიდველობას. იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა ბიგვავამ. 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი