logo_geo
როგორ კანდიდატს მიანიჭებს უპირატესობას „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში?
- +

22 იანვარი. 2018. 14:44


 

„მმართველი ძალის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს რეიტინგი, შეუძლია გამარჯვება მოიპოვოს", - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმს" საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატის შანსებზე კომენტირებისას განუცხადა.


მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" ბევრი რეიტინგული წარმომადგენელი ჰყავს და საპრეზიდენტო არჩევნებში არც ერთი მათგანი გაყვანა არ გაუჭირდება.

 

„ამბობენ, მმართველ პარტიას არ ჰყავს კანდიდატი, რომელსაც წარმოადგენსო. როგორ არ ჰყავს?! მმართველი ძალის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს რეიტინგი, შეუძლია გამარჯვება მოიპოვოს. ერთხელ ჟურნალისტთან საუბარში ვთქვი, კვირიკაშვილს კონკურენტი არ ჰყავს-მეთქი. მე მისი მაღალი რეიტინგი ვიგულისხმე. კვირიკაშვილი წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელი და რეფორმების ავტორია. მას მიჰყავს ქვეყანა წინ და ატარებს წარმატებულ რეფორმებს, რატომ უნდა გადაინაცვლოს სიმბოლურ პოზიციაზე? მმართველ გუნდში არიან პერსპექტიული ადამიანები, ვისაც გუნდი დაუჭერს მხარს. არ გაუჭირდება მისი გაყვანა, მე ასე ვფიქრობ", - განაცხადა ბიგვავამ.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი