logo_geo
კახა კალაძე: „სითი პარკს“ სამართლებრივი გზით მივუდგებით!
- +

23 იანვარი. 2018. 01:25


 

„თბილისში პარკინგი, საცობები, „სითი პარკი" ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ასევე უკავშირდება მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას და ამ მიმართულების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, „სითი პარკი" არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.


„თქვენ გახსოვთ ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ჩვენ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ „სითი პარკის" თემას. ეს კომპანია არის სერიოზული პრობლემა, რადგან ჩვენი მოსაზრებით და შეხედულებებით ის არღვევს ხელშეკრულებით მოცემულ ვალდებულებებს. მე ყველა დაპირებას შევასრულებ, რომელიც მქონდა გაჟღერებული", - აღნიშნა კალაძემ.


ჟურნალისტის შეკითხვაზე - „თბილისის მერია „სითი პარკის" წინააღმდეგ შეიძლება სასამართლოში ვიხილოთ?" კალაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.


„კომპანია არღვევს არსებულ ხელშეკრულებას, დედაქალაქის მოქალაქეების უფლებებს და შესაბამისად სამართლებრივი გზით მივუდგებით. გამორიცხული არაფერი არ არის", - განაცხადა კალაძემ.









 

big_banner
არქივი