logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო...
- +

27 იანვარი. 2018. 15:41



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტი და ქვეყანა ცუდ დღეში ჩააგდო.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო. საქართველოში ნარკომომხმარებლებს უკვე აღარ იჭერენ. ამიტომ ახლა ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოსაქცევი. ძირითადი პრობლემაა, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდის არის ადამიანი ნარკომომხმარებელი და როდის არის ნარკორეალიზატორი. თუ ადამიანს ჯიბეში, მანქანაში ან სახლში 2 დოზა ნარკოტიკს აღმოუჩენენ, როგორ უნდა ჩავთვალოთ, ეს პირადი მოხმარებისთვისაა თუ რეალიზაციისთვის, ანუ რეალიზატორია თუ მომხმარებელი? ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების უზარმაზარი ნუსხები აქვთ გარკვეული დოზებით, რომლის ზევით ითვლება ნარკოტიკების გამსაღებლად.

 

მე ყველანაირი ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ. თუ ნარკომომხმარებელს ჯიბეში ან მანქანაში აღმოაჩნდა გარკვეული დოზა, ის აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ნარკორეალიზატორად. სხვანაირად ამის რეგულირება წარმოუდგენელი იქნება. კარგია, უწყებათაშორისი კომისია რომ შეიქმნა და ყველა შევთანხმდებით, როგორ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მომხმარებელი ადამიანის მიმართ ჰუმანური იქნება, მაგრამ გამსაღებლის მიმართ - ძალიან მკაცრი. ასეთი კანონი საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ეს არის რთული ამოცანა", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი